სანამ არ უჯიკეს, ზუგდიდში არ ჩავიდა - ლევან ხაბეიშვილი შს მინისტრზე

გამოქვეყნდა:

ენმ-სა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში ლევან ხაბეიშვილი მთავარი არხის გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ ხელისუფლებამ ზუგდიდში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ოპერატიულობა ვერ გამოიჩინა.

საათნახევარი იქ რომ დაბოდიალობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი რამდენი საათის მერე ჩავიდა ზუგდიდში, ერთი საათის წინ ჩავიდა, როცა სამ საათში ზუგდიდში იქნებოდა, ეს შემთხვევა რომელი საათიდან, ორი საათიდან არის და სანამ არ უჯიკეს მანამდე არ ჩავიდა შემთხვევის ადგილზე შს მინისტრი, რაც შეეხება მედიას, თუ რამე არ იყო გასაშვები უთხრან მედიას, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, შს მინისტრის ზუგდიდში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 19:00 სთ-ზე გავრცელდა, თავდამსხმელი კი ბანკის შენობაში 14:27 სთ-ზე შეიჭრა. მან თავდაპირველად 19 მძევალი აიყვანა, მოგვიანებით მათი ნაწილი გაათავისუფლა. შენობაში ამ დრომდე 16 მძევალია. თავდამსხმელი უსაფრთხო კორიდორს და 500.000 დოლარს ითხოვს. როგორც შსს-სა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, თავდამსხმელთან ამ დრომდე ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი