მძევლების აყვანის მომენტიდან სულ რამდენიმე წუთში პრემიერმა გახარიამ განაცხადა: კრიმინალის რაოდენობა ქვეყანაში არ გაზრდილა. მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, მათ შორის ზუგდიდში, ბანკის ფილიალში მომდარ თავდასხმასთან დაკავშირებითაც, რის შესახებაც პრემიერი უკვე ინფორმირებული იყო. ამის შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა პირმა არც კი ისურვა ქუთაისიდან ზუგდიდში ჩასვლა. გიორგი გახარიას პოზიცია ოპოზიციის მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა. ხელისუფლების ოპონენტები უშუალოდ "ოცნებას" ადანაშაულებენ კრიმინოგენური ვითრების დრამატულად გაუარესებაში.