მძევალი კვარაცხელია ტერორისტთან თანამშრომლობს - გაბედავას განცხადება, რასაც ჩხუბი მოჰყვა

გამოქვეყნდა:

"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი გაბედავას განცხადებას ზუგდიდში იმის შესახებ, რომ ირაკლი კვარაცხელია "ტერორისტთან" თანამშრომლობს, ჩხუბი მოჰყვა - გაბედავას ბანკის მიმდებარედ შეკრებილი მოქალაქეები დაუპირისდპირდნენ.  

ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს, ბანკიდან, შიგნიდან გამოტანილი, რომ ირაკლი კვარაცხელია ძალიან ახლოს არის ტერორისტთან და თანამშრომლობს და გამოძიებამ ეს არ უნდა იცოდეს აქამდე? შიგნით ვინც იყო, ვინც უყურა ამ ტერორისტის და ირაკლი კვარაცხელიას ურთიერთობას იმ ადამიანებისგან გეუბნებით ამას, რომ ის ადამიანები, რომ გამოვლენ იგივეს გაიმეორებენ. ეს ჩემი საქმეა, როგორ მქონდა კონტაქტი. ის ადამიანები, რომ გამოვლენ მშვიდობიანად მერე ამაზე მე და თქვენ ვისაუბროთ, - ამბობს გაბედავა. 

შეგახსენებთ, სპეცოპერაცია ზუგდიდში, ბანკის შენობაში ამ დრომდე გრძელდება.  შენობაში 15 მძევალი რჩება. თავდამსხმელმა ისინი მძევლად დაახლოებით 14:30 სთ-ზე აიყვანა. თავდამსხმელს თან აქვს ავტომატი, პისთოლეტი და ხელყუმბარის გახსნით იმუქრებოდა, თუ მისი მოთხოვნები (მანქანა, 500.000 დოლარი და უსაფრთხო კორიდორი) არ შესრულდება. მიცემული ვადა - უკვე ამოიწურა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი