ხელისუფლება, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს - როგორც "მთავარი არხის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ბანკის შენობასთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა და ვერტმფრენი დაჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოპა, ინკასაციის მანქანა თავდამსხმელის მხრიდან ფულის მოთხოვნას, ხოლო ვერტმფრენი მის მიერვე მოთხოვნილ უდაფრთხო კორიდორს უკავშირდებოდეს.
ამ წუთებში კიდევ რამდენიმე მძევალი გათავისუფლდა, არაოფიციალური ინფორმაციით, ბანკში სამი მძევალი რჩება.