3 მძევალთან ერთად, გამტაცებელი გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდება - სპეცოპერაცია ზუგდიდში

გამოქვეყნდა:

ყოფილი მძევალი ირაკლი კვარაცხელია, რომელმაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში, შეიარაღებული თავდამსხმელის პირისპირ 7 საათი გაატარა, "მთავარ არხს" ატყობინებს, რომ თავდამსხმელმა სამი მძევალი დაიტოვა და ავტომობილით გადაადგილდება - უცნობია რა მიმართულებით.

ჩვენი ინფორმაციით, მასთან ერთადაა მომლაპარაკებელი, რომელიც უშუალოდ მას ეკონტაქტებოდა.

ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, მას თან აქვს ფული, რომელიც მისივე მოთხოვნის შესაბამისად, მძევლების გათავისუფლების მიზნით მომლაპარაკებელმა გადასცა.


საქართველოს ბანკის შენობაში ამ დროისთვის უკვე მუშაობენ გამომძიებლები. 

ამ დრომდე ველოდებით შინაგან საქმეთა საინისტროს ოფიციალურ განცხადებას, მეტი დეტალისთვის - ინფორმაცია განახლდება პირველივე კომენტარისთანავე. 

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ მძევლების უმრავლესობა გათავისუფლდა, ისინი დაკითხვაზე გადაიყვანეს. 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი