შსს დუმს - არ იციან საით მიდის თავდამსხმელი, არც ბრიფინგია ჩანიშნული

გამოქვეყნდა:

შსს ამ დრომდე დუმს და შეკითხვაზე, ჩაინიშნება თუ არა ბრიფინგი ან საით წავიდა თავდამსხმელი სამ მძევალთან ერთად, გვპასუხობს, რომ უწყების ოფიციალურ ინფორმაციას დაველოდოთ. 

შსს-ში არც იმას ამბობენ, რა იციან გამტაცებელზე და ამ დრომდე არც ის დაუდასტურებიათ, რომ ერთ-ერთი მძევალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავაა. 

შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი საათის წინ თავდამსხმელმა, რომელიც საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალის შენობაში იყო მძევლებთან ერთად გამაგრებული, შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა, რომელთაგან ერთი სამხარეო პოლიციის უფროსია. თავდამსხმელი მძევლებთან ერთად მანაქნაში ჩაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი