გალდავას უშუალო ძალისხმევით ყველა მძევალი გათავისუფლდა - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიან ღამით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ შეიარაღებული პირის მიერ 21 ოქტომბერს ზუგდიდში მძევლად აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლება უშუალოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ავთანდილ გალდავას ძალისხმევით მოხდა, რომელიც მძევლებს ჩაენაცვლა. 

როგორც წინა, ასევე შსს-ს ამ განცხადებაშიც არაფერია ნათქვამი გალდავასა და მასთან ერთად მყოფი ორი მძევლის გათავისუფლებაზე, რის შესახებაც "მთავარი არხისთვის" გახდა ცნობილი, ასევე არაა აღნიშნული, სად იმყოფება ამჟამად თავდამსხმელი. 

მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად.

პოლიციის ძალისხმევით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.

მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"მთავარი არხის" ინფორმაციით კი, ავთანდილ გალდავა, მასთან ერთად მძევლად აყვანილ ორ პირთან ერთად, ამ დროისთვის თავისუფალია, თუმცა, უცნობია გათავისუფლების დეტალები. ასევე უცნობია, სად იმყოფება ამჟამად თავდამსხმელი, რომელმაც ბანკში შეჭრიდან დაახლოებით 7 საათის შემდეგ ტერიტორია მძევლებს ჩანაცვლებულ სამხარეო პოლიციის უფროსთან და კიდევ ორ პირთან ერთად დატოვა,  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი