შეარჩია დრო, იცოდა მარშრუტი და არ ტოვებდა იარაღს - თავდამსხმელის მოქმედებას პროფესიონალი სამხედროები აფასებენ

გამოქვეყნდა:

პროფესიონალი სამხედროები და ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში თავდაცვის უწყებაში მუშაობდნენ და კარგად იციან სფეროს სპეციფიკა, დღეს უკვე თავდამსხმელის თითოეულ მოქმედებას პროფესიული თვალით აფასებენ. სამხედროები ამბობენ, რომ შეიარაღებული პირი საკმაოდ კარგად იყო მომზადებული და იცოდა ის, რასაც აკეთებდა. 

თადარიგის პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი, ან მოქმედი წარმომადგენელია:

ის იყო სრულიად დარწმუნებული თავის თავში, მოქმედებდა დარწმუნებულად, შეარჩია დრო, გათვალა რომ მას ფული მოუტანეს ისეთ დროს როცა იყო შებინდებული, დღის შუქზე მას გადაადგილება არ მოუწია. 

მას ჰქონდა გადაადგილება გათვლილი ბანკის შენობის შიგნითაც, ის არასდროს არ ტოვებდა იარაღს თავისუფალ მდგომარეობაში, თუნდაც ხელყუმბარა გახსნილ მდგომარეობაში გეჭიროს ხელში რამდენიმე საათის განმავლობაში, ამას სჭირდება ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მომზადება. მას ის ლოკაციაც და ადგილიც სადაც უნდა მისულიყო გავლილი ჰქონდა და არა ერთხელ, მან იცოდა ეს მარშრუტი და წაიღო იმ რაოდენობით თანხა, რა რაოდენობისაც თანხასაც მოახერხებდა თავისუფლად ეზიდა ამ რთულ მარშრუტზე, შეიძლება მას ყავდა დამხმარე ჯგუფი, რომლებიც შესაძლებელია ბანკის შენობაში იყვნენ და შესაძლებელია იმ მარშრუტს ელოდნენ, რა მარშრუტზეც მას უნდა გადაეტანა ფული - ამბობს მაყიშვილი "მთავართან"

"მთავარის" წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია კოდორიდან დატოვა, მანამდე კი გაიარა წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, ლებარდეს ტყე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი