"სამნი წავიდეთ!", "არა, ხუთი!" "ნუ მიყვირიხარ!" - "მთავარმა" გალდავასა და თავდამსხმელის დიალოგის ჩანაწერი მოიპოვა

გამოქვეყნდა:

სამხარეო პოლიცვიის დეპარტამენტი ზუგდიდში ცოტა ხნის წინ დატოვა შს მინისტრმა, "მთავარმა" კი აუდიოჩანაწერი მოიპოვა, რომელიც ბანკშია ჩაწერილი მას შემდეგ, რაც თავდამსხმელს მოთხოვნილი თანხა ავთანდილ გალდავამ მიუტანა. 

ჩანაწერში ისმის, რომ თავდამსხმელი 5 მძევლის წაყვანას ითხოვდა, სამხარეო პოლიციის უფროსი კი სთხოვს, სამი ან ოთხი კაცი წაიყვანოს, რადგან "ამდენს ფიზიკურად ვერ წაიყვანს"

არავის არაფერი არ უნდა დაუშავდეს და თუ დაუშავდება, შენ იქნები პასუხისმგებელი! - მიმართავს სამხარეო პოლიციის უფროსი თავდამსხმელს, რის პასუხადაც ის ეუბნება: "კარგი, ნუ ყვირიხარ!"

რა ხდება ამჟამად, სად ეძებენ ან ეძებენ თუ არა საერთოდ გაუჩინარებულ თავდამსხმელს შსს ვერ ამბობს და ამ დრომდე არც ისაა დადგენილი, იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი. 

მთავარ არხს წყარო უყვება რომ  მძევლების გათავისუფლება არა სოფელ კირცხთან არამედ, სულ  სხვა მარშრუტით მოხდა. მისივე ინფორმაციით გამტაცებელმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიროტია უკვე დიდი ხანია დატოვა და მეტიც, ის საქარტელოს კონტროლირებად ტერიროტიაზე აღარ იმყოფება. წყარო გვიყვება მარშრუტს რომნლიტაც გამტაცებელმა მშვიდად შე3ძლო აღებულ ფულთან ერთად მიმალვა - სოფელი მუხურა და მდინარე ლუგელა ეს ის ადგილებია საიადანაც წყაროს თქმით, გამტაცებელმა ზუგდიდის რაიონი დატოვა და სავარაუდოდ ცხენით სვანეთში გადავიდა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი