პანდემიის პიკი საქართველოში ნოემბრის შუა რიცხვებში ანონსდება, დაავადებულთა რაოდენობა 24 საათში 4000 იქნება - ესაა ის საგანგაშო მაჩვენებელია, რომელსაც ხელისუფლება ერთ თვეში ელის.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მათი პროგნოზის მიხედვით, სექტემბერში ამდენი ინფიცირებული არ უნდა ყოფილიყო, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ნოემბრის შუა რიცხვებში შესაძლოა 4000 -საც აცდეს. ამის მიუხედავად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის სისტემა დღეში 3000 ინფიცირებულის მართვას შეძლებს.
ერთია დაპირება, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი გასცემს და მეორეა რეალური სურათი, რომელიც ყოველდღიურტად ჯანდაცვის კოლაფსის უტყუარი მტკიცებულებაა. რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ემიგრანტი თანამოქალაქეებს დახმარებას სთხოვს, რომ როგორმე 112 დაუკავშირდეს და მისი ინფიცირებული შვილი კლინიკაში გადაიყვანონ.
ჯანდაცვის სისტემაში არსებულ კოლაფსზე საუბრობს კოვიდინბფიცირებული რომელიც ახლა სასტუმროშია გადაყვანილი. ლაშა წურწუმიას თქმით, მას შემდეგ რაც COVID-19-ის ინფექცია დაუდასტურდა, ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. მთავარი რისკჯგუფი არის მამა, რომელიც დიალეზზეა. ლაშა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იზოლაციაში მამა სამედიცინო დახმარებას ვერ იღებდა, ბევრი რკვევის შემდეგ ცხელების ცენტრის ოპერატორმა ურჩია, რომ მამაკაცი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში ტესტის ასაღებად წასულიყო, ანუ იზოლაციის წესები დაერღვია.
დაგვიანებული მკურნალობის გამო 19 ოქტომბერს 30 წლის ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში ექიმებს გარდაცვალების მთავარ მიზეზად დატვირთული ანამნეზი არ დაუსახელებიათ. ამბობენ, რომ COVID-19-ის მართვა მისი ჭარბი წონის გამო გართულდა, თუმცა იმასაც ადასტურებენ, რომ პაციენტი მაღალი სიცხით სახლში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. უცნობია, რა გახდა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის მიზეზი, თუმცა ფაქტია, რომ პაციენტმა სამედიცინო დახმარება დროულად ვერ მიიღო. 30 წლის ქალი ყველაზე ახალგაზრდაა 178 გარდაცვლილს შორის. დღეს COVID-19-ის კიდევ 7 ინფიცირებული გარდაიცვალა, აქედან ექვსი აჭარაში მკურნალობდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1595 პირს დაუდასტურდა.