მძევალი, რომელშიც ანონიმურმა წყარომ თავდამსმხელის თანამოაზრე და მოქმედი ჯარისკაცი, დავით ხვიბლიანი ამოიცნო თითქმის 7 საათის განმავლობაში გვერდიგვერდ იჯდა კბილებამდე შეიარაღებულ მძარცველთან. წყარო ასახელებს სავარუდო თავდამსმხელის ვინაობასაც, რომელიც მისი თქმით, ასევე სამხედრო მოსამსახურეა, სავარუადოდ, დავითის ნათესავი. მძეველების გათავისუფლების შემდეგ დავით ხვიბლიანი ოჯახში არ მისულა. მას ამ დრომდე სამართალდამცველები კითხავენ.
როგორც დავითი ხვიბლიანის მეზობლები ყვებიან, ის გარკვეული პერიოდი ავღანეთშიც მსახურობდა.
ეჭვებს აძლიერებს "მთავარი არხის" მიერ მოპოვებული კადრებიც. სადაც ჩანს, რომ დავით ხვიბლიანი ბანკის შენობაში თავისუფლად გადაადგილდება, ერთ მომენტში თავდამსმხელზე წინაც მიდის, და გარკვეული პერიოდი მასთან კომუნიკაციაში შედის. დავით ხვიბლიანის Facebook-ს გვერდი მძველების გათავისუფლებისთანავე წაიშალა.
დავით ხვიბლიანი აღმოჩნდა იმ ბოლო 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც თავდამსმხემლმა შენობა დატოვა. ფაქტს, რომ თავდასხმელმა თავად აირჩია, ვისთან ერთად უნდა წასულიყო, ადასტურებს ერთ-ერთი უკვე ყოფილი მძევალიც.
დავით ხვიბლიანი იყო ერთადერთი მძევალი, რომელსაც ხელები არ ჰქონდა შეკრული, რომელსაც გამტაცებელმა ფულით სავსე ტომარა ჩააბა და რომელმაც ავტომობილში ადგილი საჭესთან დაიკავა.
გაიზრდება თუ არა სავარაუდო ბრალდებულთა წრე შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ ამბობს. ჯერ კიდევ გუშინ, სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს ნიკა გვარამიას მძველებით სავსე ოთახიდან ვინმე დათო დაუკავშირდა. რომელიც უკვე დადასტურებულად სწორედ ხვიბლინი იყო, კონრკეტულ მოთხოვნებს აყენებდა და არც გვარს ასახელებდა და გადაჭრით ვერ ამბობდა, მძველი იყო თუ ტერორისტი.
ბანკის დაყაჩაღების ოპერაციის მაშტაბი, თავდასმხმელის მანერები, ტაქტიკა და მოგვიანებით მიმალვის ზედმიწევნით ზუსტად შესრულებული ოპერაცია ადასტურებს, რომ თავდამმსხელი კარგად ერკვევა სამხედრო საქმეში, ზედმიწევნით ზუსტად იცის ადამიანების ფისოლქოგიაც, პოლიციის სამოქმედო გეგმაც, იცის როგორ აუბნიოს მათ გზა და როგორ დაუსხლტეს ჩასაფრებას.