გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას ტოვებს - ინფორმაცია "მთავარს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, მიზეზი არის ის, რომ დღეს მუქაუტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს.
დიახ, ტოვებს თანამდებობას, რადგან დღეს უზენაესი სასამართლოს პნენუმმა გიორგი მიქაუტაძე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩია და არსებული კანონმდებლობით ეს საბჭოს მდივნის თანამდებობასთან შეუთავსებელია. 30 ოქტომბერს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე აირჩევა საბჭოს ახალი მდივანი, - გვითხრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე 2017 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად, ხოლო 2019 წლის 12 დეკემბრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს.