ხეთაში ნათესავთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 47 წლის კაცი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

სამეგრელოს რაიონის სოფელ ხეთაში 47 წლის კაცი შელაპარაკების შემდეგ გარდაიცავალა. დაპირისპირება ნათესავებს შორის მიწის ნაკვეთის გამო მოხდა.

თვითმხილველების თქმით ფიზიკური დაპირისპირების დროს ბადრი ჭითანავას ბიძაშვილმა ხელი დაარტყა, რა დროსაც ჭითანავა შეუძლოდ გახდა, გონება დაკარგა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. 

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი