საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 23 ოქტომბერის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცავალა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 350 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 24 562;
  • გამოჯანმრთელებულია - 9 751;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 183;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  4 408;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -  1 848
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 155 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 41 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 31 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი