დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 686 თბილისიდანაა, 487 აჭარიდან, 356 იმერეთიდან

გამოქვეყნდა:

დღეს, 23 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 759 შემთხვევიდან 686 თბილისიდანაა, 487 აჭარიდან, 356 კი იმერეთიდან. ამის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

რეგიონალური განაწილება შემდეგია:

"აჭარა - 487 იმერეთ - 356 ქვემო ქართლი - 36 შიდა ქართლი - 35 გურია -17 სამეგრელო ზემო სვანეთი - 69 კახეთი - 24 მცხეთა მთიანეთი - 12 სამცხე ჯავახეთი - 30 რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 7 თბილისი - 686",- თქვეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

პაციენტებს შორის 397-ის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზე კი 82 პირი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 350 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 24 562;
  • გამოჯანმრთელებულია - 9 751;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 183;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  4 408;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -  1 848
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 155 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 41 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 31 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი