
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს თოთოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს ვინაა მისი ოჯახის ექიმი და მისი ტელეფონის ნომერი. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოსს ბრიფინგზე ისაუბრა.
"თოთოეულმა ადამიანმა დღეს უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმი ვინ არის და მისი ტელეფონი. გარდა იმისა, რომ რეკავს 112-ზე და 112 ამისამართებს ოჯახის ექიმთან, ეს ჯაჭვი რაც არის, ვინც იცის თავისი ექიმი, სწრაფად, როდესაც ეწყება სიმტპომები, არ არის საჭირო ვეძიოთ სად ჩავიტაროთ ტესტი, როგორ, დავურეკოთ და ვიმოქმედოთ ოჯახის ექიმის დარიგების მიხედვით", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 350 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 41 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 31 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.