ცოტა ხნის წინ თბილისში, ავჭალაში მანქანაში ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს. ამ თემაზე პოსტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გაავრცელა. 

"ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილიც. მკვლელმა გაქცევა მოასწრო...", - წერს ნიკა მელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თვალი ადევნეთ პირდაპირ ეთერს ადგილიდან:

ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ. გარდაცვლილის ცხედაი მანქანიდან ჯერ არ გადმოუსვენებიათ. პოლიციამ ოჯაიხის წევრების დაკითხვა დაიწყო. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი