დიზაინერი ზვიად ციკოლია ამბობს, რომ დღეს, 23 ოქტომბერს დილით, მის მაღაზიაში ორი მძარცველი შეიჭრა. შესაბამისი ვიდეო მასალა მან საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს სავარაუდოდ, ორი არასრულწლოვანი, რომელიც მაღაზიიდან ნივთების და თანხის გატანას ცდილობს.
"თქვენი უცხოელი "ღმერთების" და თქვენი ძალად ჰუმანურობის დედაც...! არასრულწლოვნების პრობლემა როდის უნდა მოგვარდეს?" - წერს ზვიად ციკოლია.
ციკოლიას თქმით, არასრულწოვნებმა მაღაზიიდან ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს. მისი თქმით, ბავშმებმა "ბამბის რიგში" სხვა მაღაზიებში შესვლაც სცადეს.