ქუთაისში კორონავირუსით 95 წლის პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში", კორონავირუსით 95 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტი სტაციონარში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა, ექიმებმა მისი გასინჯვა ვერ მოასწრეს.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი ქუთაისის საეკლესიო კლინიკაში მკურნალობდა, მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ მისი ახალ კლინიკაში მიყვანა დაგვიანებული აღმოჩნდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 350 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5 პაციენტი.

მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 24 562;
  • გამოჯანმრთელებულია - 9 751;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 183;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  4 408;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -  1 848
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 155 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

პაციენტებს შორის 397-ის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზე კი 82 პირი იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი