სალოსის ქუჩაძე, სავარაუდოდ, ორმა პირმა სარდაფის გაძარცვა სცადა

გამოქვეყნდა:

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, დღეს 23 ოქტომბერს, სარდაფის გაძარცვის მცდელობა ჰქონდათ. პოლიციამ ერთ-ერთი მძარცველი უკვე დააპატიმრა, ის სავარაუდოდ, 18 წლისაა.

ადგილობრივების თქმით, სარდაფი რამდენიმე მეზობელს ეკუთვნის. მათივე ინფორმაციით, იქ მხოლოდ საჭმელ პროდუქტს, ალკოჰოლურ სასმელს და არყის გამოსახდელ აპარატს ინახავდნენ.

მეზობლები ამბობენ, რომ ადგილზე, სავარაუდოდ, ორი მძარცველი იყო, მათგან ერთი მეზობელმა სარდაფში ჩაკეტა, სწორედ ასე მოახაერხა პოლიციამ მისი დაკავება.

ჯერ უცნობია რა მუხლით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება. ადგილზე პოლიციის წარმომადგენლები ამ დრომდე იმყოფებიან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი