42 წლის, ვალერიან ნემსიწვერიძე დღეს საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ადგილობრივებმა 6 გასროლის ხმა გაიგეს, დღის პირველი საათისთვის ავჭალაში.
ერთადერთი თვითმხილველი, რომელმაც დაინახა, როგორ მოკლეს მამაკაცი, ახლა ადგილზე აღარ არის. მეზობელები, რომელბიც მას ამ დროდმე ეძებენ, ვერ ამბობენ, ვინ წაიყვანა - თავდამსხმელმა თუ პოლიციამ.
ასევე ადგილობრივები, პირად საუბრებში განმარტავენ, რომ მოკლულს ხელში თავადაც ეჭირა იარაღი.
მოასწრო თუ არა ვალერიან ნემსიწვერიძემ საპასუხო ცეცხლის გახსნა უცნობია.
შსს-ს ამ დრომდე დეტალებზე არ საუბრობს, შემთხვევის ადგილზე უწყების წარმომადგენელმაც ბევრი არაფერი თქვა. სამართალდამცავებმა კი, შემთხვევის ადგილზევე გამოკითხეს სავარაუდო თვითმხილველები.
აქვე, ადვოკატი დარმწუნებულია, რომ მოკლულ მამაკაცს მტრები არ ჰყავდა.
ვალერიან ნემსიწვერიძე წარსულში ნასამართლევია. მას ბრალად მკვლელობსი მომზადება ედებოდა. 2004 წლის შემოდგომაზე ყოფილი პარლამენტარის, კახა გიუშვილის მკვლელობა დაგეგმა, სადაც დახმარება კიდევ ერთ პირს 10.000 აშშ ამერიკული დოლარის სანაცვლოდ სთხოვა. ბრალდების ინფორმაციით, თანამზრახველებმა სცადეს მკვლელობა, თუმცა პარლამენტარი მაშინ სიკვდილს გადაურჩა. განზრახ მკვლელობის დაგეგმვის გამო ნემსიწვერიძეს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა, რომელიც 2023 წელს სრულდებოდა.
"ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ვალერიან ნემსიწვერიძე ამინისტიით გამოუშვეს. ნემსიწვერიძემ საკუთარი ბრალი სტრასბურგში გაასაჩივარა. 2017 წელს გადაგადაწყვეტილება მის სასარგებოდ მიღეს და საქალმწიფოს ნემსიწვერიძისთვის 16 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში ის, როგორც კრიმანლური ავტორიტეტი ისე მოიხსენიებოდა. უკავშირდება თუ არა ვალერიან ნემსიწვერიძის ჩაცხრილვა წარსულში მომხდარ ფაქტს, უცნობია.
მომხდარზე გამოძიება 2 მუხლით, განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებით დაიწყო. სამართალდამცავებს თავდამსხმელი ან თავმდამსხმელები ამ დრომდე იდენტიფიცირებულები არ ჰყავს.