ძარცვა, მკვლელობა, ყაჩაღობა -  კრიმინალური ფაქტები ქვეყანაში ყოველდღიურობად იქცა

გამოქვეყნდა:

ძარცვა, მკვლელობა, ყაჩაღობა -  კრიმინალური ფაქტები  ქვეყანაში თითქმის ყოველდღიურობად იქცა.

  • ორი არასწრულწოვანი დღეს, 23 ოქტომბერს, ციკოლიას საათების მაღაზიაში შეიჭრა და მისი გაქურდვა სცადა, თუმცა მძარცველებმა,  უსაფრთოხების სიგნალიზაციის გააქტიურების შემდეგ, ტერიტორია დატოვეს.
    შემთხვევის ამსახველი ვიდეო მასალა მაღაზიის მეპატრონემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. არასრულწოვნებმა სხვა ობიექტების გაქურდვაც სცადეს და ქუჩაზე, სადაც  ციკოლიას მაღაზია მდებარეობს, თითქმის ყველა მაღაზიას მიაკითეს. მიუხედავად იმისა, რომ კამერების ჩანაწერები არსებობს, პოლიციამ მათი იდენტიფიცირება ჯერ ვერ შეძლო.
     
  • სამართალდამცველებმა ასევე ვერ მიაკვლიეს პირებს, ვინც  ბენზინგსამართი სადგური გაქურდა. ზუგდიდში წუხელ.  შეიარაღებულმა ორმა ნიღბიანმა მძარცველმა ბენზინგასამართი სადგურიდან  ნავაჭრი თანხა - 3000 ლარი წაიღო. ავტომანქანა კი იმ ქუჩაზე დატოვეს, სადაც ცნობილი საქართველოს ბანკის ყაჩაღობა მოხდა.  
     
  • ქურდებმა გორში ადგილობრივებს რამდენიმე ტონა ვაშლისა და კომშის დაკრეფილი  მოსავალი მოპარეს. მოსახლეობა ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩა. დაზარალებულებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ, რადგან  გამოძიების იმედი არ აქვთ.
     
  • ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთადერთი საქმე, რომელიც შსს-მ გახსნა სარდაფის გაქურდვის მცდელობაა. გაბრიელ სასლოსის ქუჩაზე სარდაფში შესული ორი მძარცველი სარდაფის მეპატრონემ გარედან ჩაკეტა და პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა ორივე დააკავეს, გამოძიება  კი სსკ  19-117 მუხლით დაიწყო, რაც  ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაულის მატებას ოპოზიცია ხელისუფლების უუნარობით ხსნის.ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ერთდაერთი გამოსავალი ხელისუფლების ცვლილიებაა, შემდეგ კი პოლიციის და სასამართლოს რეფორმირებაა.

გაზრდილ კრიმინალს, როგორც ჩანს, მმართველი პარტია საგანგაშოდ არ მიიჩენვს. დღეს უმრავლესობის წევრებს ბოლო 24 საათში მომხდარი ქურდობის, ძარცვისა და მკვლელობის ფაქტებზე კომენატარი არ გაუკეტებიათ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი