ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის ტესტი 495 ადამიანს ჩაუტარდა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაურთის ჰოსპიტალში მკურნალობას 123 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს, მათგან 27 მძიმე მდგომარეობაშია.

ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში COVID-19 ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 450-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 1 294 ადამიანი, გარდაცვლილია 33.

აქვე, შეგახსენებთ, რომ საქართველოში 23 სექტემბერს COVID-19-ით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 350 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5 პაციენტი.

ცნობისტვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი