შეიარაღებული თავდასხმა წალკაში - ნიღბიანმა პირებმა სოფელ ბედიაში მცხოვრები ახალი ზელანდიის მოქალაქეები დააყაჩაღეს. სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ირმა თავდამსხმელმა დაზარალებულები დააბეს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ყაჩაღობის დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
ახალი ზელანდიის მოქალაქეები ყვებიან, რომ შემთხვევა გუშინ, 23 ოქტომბერს, საღამოს 7-8 საათისთვის მოხდა, როდესაც ორი შეიარაღებული ნიღბიანი პირი სახლში შეიჭრა. ისინი ამბობენ, რომ მათ თავდაპირველად მძარცველები პოლიციელები ეგონათ და სახლში ამიტომ შეუშვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ბინიდან 16 ათასი ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს. გარდა ამისა, მათ ოჯახის კუთვნილი მანქანა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან ასე მიიმალნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მანქანა უკვე იპოვეს.
"პოლიციის ქუდები ეხურათ და გვითხრეს, რომ თქვენი ბავშვებისთვის საჩუქარი გვაქვსო. ვიფიქრე რა სასიამოვნოამეთქი და შემოვუშვი სახლში. იარაღიც ჰქონდათ, ლურჯი სამედიცინო ნიღბები ეკეთათ და თეთრი ხელთათმანები", - ამბობს დაზარალებული.
ადგილზე პოლიციის თანამშრომელი და ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. გამოძეიბა სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, დაკავებული ჯერ არავინაა.