ინფიცირებული მედიკოსების სტატისტიკა - უცნობია, არის თუ არა რეზერვი, დაავადებული მედიკოსების ჩასანაცვლებლად

გამოქვეყნდა:

"ადამიანები იხრჩობიან რეანიმაციაში, ნუ გააკეთებთ ისე, რომ ჩვენც დავიხოცოთ, ვერ ავუვალთ ქართველი ექიმები" - ეს განცხადება ინფექციონისტმა ლევან რატიანმა 16 აპრილს გააკეთა. მაშინ ქვეყანაში მხოლოდ 30 COVID-19-ით ინფიცირებული იყო, მათ შორის პირველად მოხვდა მედპერსონალი.

ამ განცხადებიდან ექვსი თვის თავზე ქვეყანაში, მხოლოდ 22 ოქტომბერს ინფექცია საავადმყოფოებიდან 86 მედიკოსს, 23 ოქტომბერს  კი 131-ს დაუდასტურდა.

დღეს კი,24 ოქტომბერს,  ახალი ანტირეკორდი მოიხსნა - 1941 ინფიცირებულიდან 10%-ი ისევ მედპერსონალზე მოდის. ჯანდაცვის სისტემა დაავადებულთა რიცხვის ზრდას ყოველდღიურად ელის. მედიკოსები ინფიცირიდებიან ქვეყნის ყველაზე წითელ რეგიონში - აჭარაში, აქ დაავადებულთა ზუსტი რაოდენობა არ საჯაროვდება. 

არ არსებობს ინფორმაცია - არსებობს თუ არა რეზერვი, რომელიც დაავადებულ მედიკოსებს ჩაანაცვლებს. სფეროს ექსპერტები მმართველი გუნდისა და საკოორდინაციო საბჭოს უუნარობაზე საუბრობენ და პირდაპირ ამბობენ, რომ საავადმყოფოებში მედიკოსთა უსაფრთხოება და ინტერესები დაცული არ არის. 

უფრო მეტიც, სასწრაფოს ჯგუფებისა და ექიმების ინფიცირება სისტემას სრულად გათიშავს, რადგან ბევრ მუნიციპალიტეტში ერთი ან ორი კლინიკაა და სასწრაფოს ბრიგადებს ყველა მედიკოსთან კონტაქტი აქვს. 

გაეროში მომუშავე გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ვიდრე მთელი ქვეყანის მედიკოსები კორონავირუსის სამკურნალოდ არიან მობილიზებული, სხვა პაციენტები ქრონიკული დაავადებით მედიკოსების არარსებობის გამო იღუპებიან.

მედიკოსთა ინფიცირების პრობლემაზე და პრობლემის მართვაზე დღეს არც პრემიერსა და საბჭოს ხელმძღვანელს უსაუბრია, გახარიამ თქვა, რომ დანდობა არ იქნება, თუ მოქალაქეები ნიღბების ტარებაზე უარს იტყვიან.

ჯანდაცვის სისტემას, სავარაუდოდ, არ აქვს გეგმა და სწორედ ამაზე მიუთითებს დუმილი, რომელიც ინფიცირებული მედიკოსების შესახებ დასმულ კითხვას მოჰყვება. ქვეყნა კი რამდენიმე დღეში უკვე კოვიდინფექციის პიკში შევა და ახალ ანტირეკორდებს მოხსნის - ასეთია მმართველი გუნდის მოლოდინი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი