ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაურთის ჰოსპიტალში მკურნალობას 141 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს, მათგან 27 მძიმე მდგომარეობაშია.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 567-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 1 355 ადამიანი, გარდაცვლილია 33. 

აქვე, შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 412 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 პაციენტი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 6503
  • გამოჯანმრთელებულია - 10 163
  • მათ შორის გარდაცვლილია - 193;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  4 180;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -  2 293;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 571 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

ცნობსთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი