
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ლუგარის ლაბორატორიის სახელით მოქალაქეებს ურეკავენ და პრეპარატს სთავაზობენ, რომელიც რეკომენდებულია კორონავირუსით დაინფიცირებისა და პროფილაქტიკის შემთხვევაში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ განცხადებას თავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
განცხადებაში ასევე წერია, რომ მსგავსი შემომავალი ზარის შემთხვევაში მოქალაქეებმა ნომერი შინაგან საქმეთა სამინისტეროს გადასცენ.
აქვე, შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 412 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
ცნობსთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.