ყაჩაღობა ბათუმში - კაცს საძინებელში შეუვარდნენ და სეიფის გატეხვა სცადეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე გამთენიისას, ბადრი ხიმშიაშვილს უცნობი პირი საძინებელში თავს დაესხა.  

როგორც დაზარალებულის ოჯახის წევრები ამბობენ, თავდამსხმელს სეიფის გაღება სურდა, რა დროსაც სახლის მეპატრონეს ხმაურზე  გაეღვიძა და დამნაშავეს წინააღმდეგობა გაუწია. თავდამსხმელმა მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ბადრი ხიმშიაშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.  

ოჯახის ინფორმაციით, წაღებულია სეიფის გასაღები, თუმცა უცნობია მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა თანხის წაღება. ვარაუდობენ რომ თავდამსხმელი სახლში პირველი სართულის ფანჯრიდან შევიდა. ამ დრომდე ხიმშიაშვილის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცავები მუშაობენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი