ერთ-ერთი მძევალი მურიკო ბულია, რომელიც "საქართველოს" ბანკზე" თავდამსხმელმა ბანკიდან გამოსვლის შემდეგაც თან წაიყვანა და ბოლო წუთამდე მასთან ერთად იმყოფებოდა, გამოძიებამ დაზარალებულად სცნო.
ბულია დღეს "მთავართან" რამდენიმესაათიანი ტყვეობის დეტალებს იხსენებს და ყვება რომ თავდამსხმელმა მძევლები სოფელ კირცხიდან მანქანით უკან გამოუშვა, თავად კი გზა ფეხით გააგრძელა, თუმცა ბულია ვერ აკონკრეტებს რა მიმართულებით წავიდა შეიარაღებული პირი - ბოლოს ვნახე ტრაფარეტი ჯიხაშკარი ეწერა... ხელი რომ გავიხსენით ბატონო ავთო იჯდა საჭესთან - ამბობს მთავართან" ბულია.
ყოფილი მძევალი იხსენებს, რომ დავით ხვიბლიანს, რომლის გარშემოც უამრავი შეკითხვა არსებობს და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, რეალურად ხვიბლიანი თავდასხმის ორგანიზატორია და არა მძევალი, ხელები შეკრული არ ჰქონია.
ბულია იხსენებს, რომ მას შემდეგ რაც ჩანთა მიიღო, თავდამსხმელი ფულით დაინტერესდა - "გახსენით ჩანთა და ამოიღეთ ფული თუ არის მართლაო"- იხსენებს მურიკო ბულია.
შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი, რომელმაც ოფიციალური ინფორმაციით 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და ასევე ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი წაიღო, იდენტიფიცირებულია. სპეციალური განცხადება შსს-მ გაავრცელა