2 დღეა გარდაბანში 23 წლის გოგოს ეძებენ. 2 მცირეწლოვანის დედა, ნერლანა ნაბიევა, სახლიდან 23 ოქტომბრის საღამოს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
ამ დრომდე ოჯახს პოლიცია ეუბნებოდა, რომ სანამ გაუჩინარებიდან 72 საათი არ გავა, ისინი სამძებრო ოპერაციას ვერ დაიწყებდნენ. სწორედ ამის გამო, ოჯახმა, პროტესტის ნიშნად, საავტომობილო გზა გადაკეტა.
აქციის შედეგად კი, უწყება, ცოტა ხნის წინ, 23 წლის ნაბიევას ნათესავებს დახმარებას დაჰპირდა.
"ეს რა სისტემაა, რა პოლიციაა? სანამ 72 საათი არ გავიდა, პოლიცია დახმარებაზე უარს გვეუბნებოდა. 2 მცირეწლოვანი დატოვა და გაუჩინარდა, არ ვიცით, რა ხდება", - ამბობს დაკარგულის დედა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. გაუჩნარებული გოგოს ახლობლები აქციას ისევ მართავენ და პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.