ცესკო: გადასატან ყუთებზე თვითიზოლაციაში მყოფმა 900-მდე ამომრჩეველმა მოგვმართა

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 900-მდე ამომრჩეველმა, თუმცა გარკვეული რაოდენობის ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს. 

"საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, 26 ოქტომბრის 22 საათამდე მომართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0)  და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება", - ვკითხულობთ ცესკოს ვებგვერდზე. 

 შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს - 31 ოქტომბერს ამომრჩევლების ამ კატეგორიას გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიუტანენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი