კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს გადასატან ყუთს მიუტანენ - ცესკოს გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს - 31 ოქტომბერს ამომრჩევლების ამ კატეგორიას გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიუტანენ.

ცესკო-ს ინფორმაციით, დოკუმენტი უკვე გადაგზავნილია დამატებითი მოსაზრებების გასაზიარებლად ჯგუფის წევრებთან და გადაწყვეტილებას უწყება უახლოეს სხდომაზე მიიღებს .

საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით.

სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთის მიტანას. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით“, - ამბობს მიქელაძე. 

 დოკუმენტის მიხედვით, ხმებს სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში დაითვლიან.

ცესკო-ს განცხადება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი