ზუგდიდის სავარაუდო თავდამსხმელის, ბადრი ესებუას ოჯახი ამბობს, რომ ის თბილისშია

გამოქვეყნდა:

სად გაქრა ნიკა გვარამიას იდენტიფიცირებული, ზუგდიდში, ბანკზე მომხდარი თავდამსხმელი, მოქმედი სამხედრო ბადრი ესებუა - ზხუგდიდის რაიონიწს სოფელ გრიგოლიშში, ესებუას ოჯახში ამბობენ, რომ ის თბილისშია. 

რა შენი საქმეა, სადაა, თბილისშია, სადაა და ვაზიანშია, რა ვიცი მე, სადაა წასული, მე მითანხმებს? - უთხრა "მთავარი არხის" ჟურნალისტს ესებუას ოჯახის წევრმა, ხოლო მეორე ახლობელმა ჟურნალისტს უთხრა: "პაემანზე წავიდა, შეყვარებულთან".

ცოტა ხნის წინ გრიგოლიშში, ესებუების სახლთან, სასწრაფო დახმარების მანქანა გამოჩნდა, რადგან ბადრი ესებუას მამა - ტარიელი შეუძლოდ გახდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გრიგოლიშში იმასაც ადასტურებენ, რომ ესებუა სენაკის მეორე ქვეითთა ბრიგადაში მსახურობდა, თუმცა, ამატებენ, რომ ამჟამად ის მოქმედი სამზხედრო არაა და არც გრიგოლიშში სპეცოპერაციის ჩატარებას ადასტურებენ. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ 26 ოქტომბერს ღამით სპეციალურ გამოშვებაში "მთავარი აქცენტები" გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ  ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი სენაკის მეორე ბატალიონის სამხედრო, ბადრი ესებუაა. ნიკა გვარამიას თქმითვე, ბადრი ესებუა სპეცოპერაციის დროს, ალყაში მოქცეული გაექცათ.
ცნობისთვის, 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. 
ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი