"მთავარმა არხმა" მოიპოვა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემეს ქუჩური გარჩევის დროს პოლიციელი გოჩა ვანაძე. ვანაძე მეშვიდე განყოფილების უფროსია.
ჩვენივე ინფორმაციით, პოლიციელი 10-15 კაციან კრიმინალურ, ჯგუფურ ჩხუბში ჩაერია. რის შემდეგაც, მას დაზიანებები თავის არეში მიაყენეს.
სად არის ამ დროისთვის პოლიციელი უცნობია, ის არც სამსახურში იმყოფება.
ცნობისთვის, ინციდენტი 24 ოქტომბერს მოხდა, გარჩევის მონაწილეებიდან ერთი პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი, ის 3 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.