ამბის ატეხვა საჭირო არაა, ამ ატეხილი ამბებიდან, ექიმები დიდ სტრესში არიან - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პაციენტი ვერ გადაწყვეტს რა ესაჭიროება მას, საჭიროა რომ საზოგადოება დამშვიდდეს და "ამბავი არ ატყდეს". 

"არანაირი ამბის ატეხვა არ არის საჭირო, პაციენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ გააკეთებს დასკვნას ესაჭიროება მას რეანიმაცია თუ არა, პაციენტი, რომელსაც რეანიმაცია ესაჭიროება, ვერანაირ ამბავს ვერ ტეხავს, ამიტომ მითუმეტეს ოჯახმა, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს აბარებს ექიმებს, მითუმეტეს არ უნდა ატეხოს ამბავი, ვინაიდან თუ მას იმის ნდობა აქვს, რომ პაციენტი ექიმს ანდოს რეანიმაციაში ის ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას და აი ამ ატეხილი ამბებიდან გამომდინარე ექიმები არიან ძალიან დიდ სტრესში, იქნებ დამშვიდდეს საზოგადოება და მისცეს ექიმებს თავისუფლად მუშაობის საშუალება." - თქვა, ეკატერინე ტიკარაძემ.

ეს კომენტარი ჯანდაცვის მინისტრა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაირკვა, რომ 59 წლის თემურ ბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თბილისშიც ვერ გადმოიყვანეს სამკურნალოდ,  მძიმეა; ის კორონავირუსის ინფექციასთან ერთად სხვა დაავადებებსაც ებრძვის. კრიტიკული პაციენტისთვის კი, ბათუმის რეფერალურმა ჰოსპიტალმა რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი ვერ მოძებნა, რის გამოც მამაკაცს სისხლდენა დაეწყო და მისი ტრანსპორტირება შეუძლებელი გახდა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ჯამში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1872 შემთხვევა დადასტურა. პიკს კი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნოემბრის მეორე ნახევარში პროგნოზირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი