ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გაბრიელ სალოსის გამზირზე, ყვითელი მიკროავტობუსი გაჩერებულ
3 მანქანას შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსის მძღოლი მსუბუქად დაშავდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
დაშავებულები არიან მგზვარებიც, ერთ-ერთი მათგანი სასწარფო დახრების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც "მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.