თბილისში, სპორტის სასახლესთან, ქურდობა მოხდა. აფაქიძის 5 ნომერში უძრავი ქონების სააგენტო გაძარცვეს. გატანილია სამუშაო დანადგარები და ლეპტოპები.
უძრავი ქონების სააგენტოს მეპატრონის თქმით, მომხდარის შესახებ მან დილით გაიგო და პოლიციას მიმართა, თუმცა დამნაშავეები ამ დრომდე იდენტიფიცირებულები არ არიან. მისივე თქმით, უძრავი ქონების სააგენტოს ძარცვის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.
მთავარი არხი ძარცვის შესახებ დეტალებს შსს-თან არკვევს.