წამლები, საჭმელი და 100-500 ლარი ხმების სანაცვლოდ -ამომრჩევლის მოსყიდვა წეროვანში, წილკანსა და მუხრანში

გამოქვეყნდა:

სოფელ მუხრანში, წეროვანსა და წალკაში "ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებას ცდილობს. როგორც ადგილობრივები "მთავართან" ყვებიან, მმართველი გუნდი ხმების მოსაპოვებლად პარტიის მხარდამჭერი ბიზნესმენების გავლენებსაც იყენებს.

ირკვევა, რომ ბიზნესმენები "ოცნების" აქტივისტებს ფულს ურიგებენ, რათა მათ ადგილობრივები მოისყიდონ. ასეთი ბიზნესმენებიდან ერთერთი დავით ზეიკიძეა. 

გარდა ბიზნესმენებისა, გაურკვეველი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით ჩამოთვლილ სოფლებში არიგებენ მედიკამენტებსა და პროდუქტებს პენსიონერებისთვის. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე ოცნებას არ მისცემენ ხმას, პარტიის აქტივისტები სამსახურისა და სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან. 

"სლავა შერაზადიშვილი სპეცსამსახურების დახმარებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში ოცნების კოორდინატორებს არიგებინებს ფულს ხმების სანაცვლოდ და ადგილობრივებს აიძულებს, რომ შემოხაზულ ბიულეტინებს ფოტო გადაუღონ. ბოლო 1 თვეა 100-500 ლარამდე თანხას არიგებენ ოჯახებში", - ამბობს ადგილობრივი. 

"მთავარი" დაუკავშირდა ბიზნესმენ დავით ზეიკიძესაც. მან ბრალდებები უარყო - "1500 ადამიანი მუშაობს ჩემთან და სად მაქვს იმდენი ფული, რომ სათითაოდ ვურიგო? რა გარიგება, რა უნდა მომცეს მე "ოცნებამ?!" - ამბობს ზეიკიძე. 

შეგახსენებთ, რომ დღესვე ცნობილი გახდა, როგორ ცდილობს არჩევნებამდე 5 დღით ადრე ხელისუფლება მცხეთაში ტაქსის მძღოლების ხმების 100 ლარად მოსყიდვას კვლავ ბიზნესმენთა მხარდაჭერით. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი