სპეცოპერაციების სერია სამეგრელოში - შსს ესებუას ვერ იჭერს

გამოქვეყნდა:

სპეცოპერაცია ზუგდიდში, ზაქარაიას ქუჩაზე, ბადრი ესებუას დეიდის სახლში დაიწყო. სამართალდამცველები ტერიტორიაზე სავარაუდოდ ძალის გამოყენებით შევიდნენ. 

პოლიციელებმა გაჩხრიკეს ყველაფერი, თუმცა იპოვეს თუ არა რაიმე ნივთმტკიცება უცნობია.  

მთავარი არხის ინფორმაციით გუშინ საღამოს შემდეგ სავარაუდო დამნაშავე დეიდის სახლში იმალებოდა.

სანდო წყაროს მიერ დადასტურებულია ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში ზუგდიდში სპეცოპერაცია რამდენიმე ადგილას ჩატარდა. ბადრი ესებუას ძმა ბიძინა ესებუა მთელი დღე ამტკიცებდა რომ მისი ძმა თბილისში 1 კვირის წინ სამკურნალოდ წავიდა. 

ბიძინა ესებუასგან განსხვავებით მისმა ბიძამ დაადასტურა რომ გუშინ ღამით მათ საცხოვრებელ სახლში დაახლოებით ღამის 3 საათზე პოლიციელები მივიდნენ. ბადრი ესებუას ბიძა ამბობს რომ მისი დისშვილი უკვე 1 წელზე მეტია სამხედრო სამსახურში აღარ არის.

"მთავარის" ინფორმაციით, ის 2012 - 2018 წლის ჩათვლით, სენაკის მეორე ბრიგადის სამხედრო იყო. ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს. ღარიბაშვილის უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ახლა ესებუა თავდაცვის ძალებში არ ირიცხება.

სენაკის მეორე ბრიგადის ყოფილი მეთაური ზვიად გაგუა ამბობს რომ 2012 წლამდე ესებუა მის ბრიგადაში არ ირიცხებოდა. 

ბადრი ესებუას შესახებ ინფორმაცია პირველად ნიკა გვარამიამ გუშინ საკუთარ გადაცემაში გააჟღერა და თქვა რომ სავარაუდოდ დამნაშავე სწორედ 1988 წელს დაბადებული ყოფილი სამხედროა. 

საგამოძიებო მოქმედებებიც გომელაურის უწყებამ, მთავარი არხის დირექტორის ამ განცხადების შემდეგ დაიწყო. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი