კორონავირუსით დაინფიცირებულ ფეხმძიმეს ტყუპი ვაჟები შეეძინა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით დაინფიცირებულ ფეხმძიმეს ტყუპი ვაჟები შეეძინა. “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ 4 ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

ყველა შემთხვევა წარმატებით დასრულდა. საკეისრო კვეთის შედეგად 5 ახალშობილი გაჩნდა, მათ შორის, ტყუპი ვაჟები.

“თითოეულ შემთხვევაში საკეისრო კვეთა ჩატარდა. განსაკუთრებით რთული იყო ერთი ორსულის მდგომარეობა, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. დედებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ,” - ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი, თეონა ლორთქიფანიძე.

დღესვე, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი 13-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო 6 პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინე სივრცეში გადავიდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 77 კოვიდდადებითი პაციენტი რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი