ბაღდათში სასწრაფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ბაღდათში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსი კორონავირუსით გარდაიცვალა. 45 წლის ქალი რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა და თბილისში მკურნალობდა.

გარდაცვლილის ოჯახში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1 262 პაიციენტი, 23 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი