ხვიბლიანი არ ჩანს - 24 საათიანი დაკითხვის შემდგ, სამხედრო გაუჩინარდა

გამოქვეყნდა:

"მთავარ არხის" ინფორმაციით, სენაკის მეორე ბრიგადის სამხედროს, დავით ხვიბლიანს კუთვნილი ხელფასი მთლიანად სესხის გამო ეჭრებოდა, შესაბამისად ის ანაზღაურებას ვერ აიღებდა.

​ამ დრომდე სწორედ ხელფასის დღეს ასახელებდა ხვიბლიანი 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მისვლის მიზეზად.

თუმცა ირკვევა ისიც, რომ სამხედროებს ხელფასი 21 რიცხვში არ ერიცხებათ.

დავით ხვიბლიანი კამერებთან აღარ ჩნდება. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ახლობლებმაც არაფერი იციან.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, დავით ხვიბლიანი არა მძევალი, არამედ ბანკზე შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

ხვიბლიანთან ერთად უკვე თითქმის ერთი კვირაა დაუდეგენელია სად არის ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელსაც საქართველოს ბანკში შეჭრა და მძევლების აყვანა ბრალდება.

შსს-ს რამდენიმე სპეცოპერაცია, რომელიც ესებუას დასაკავებლად ჩატარდა, წარუმატებლად დასრულდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი