გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 27 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 15  პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 253 გახდა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა. 

აქვე, გასულ 24 საათში ქვეყანაში დამატებით 1 731 ადამიანი ინფიცირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა  2 197. 

მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 33 858;
  • გამოჯანმრთელებულია - 14 829;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 253;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 3 757;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -2 249;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 847 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი