ავტობუსის კონტროლიორს COVID-19 დაუდასტურდა - კომპანიის მტკიცებით, მას მგზავრებთან შეხება არ ჰქონია

გამოქვეყნდა:

ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მას მგზავრებთან შეხება არ ჰქონია. განცხადება ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გაკეთდა.

კომპანიაში ამბობენ, რომ  კონტროლიორები განრიგით მუშაობენ და როდესაც ინფიცირებულმა თავი შეუძლოდ იგრძნო, სამსახურში არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ კონტროლიორი ათი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდა და კორონავირუსიც სწორედ ამ პერიოდში დაუდგინდა.

სატრანსპორტო კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ინფიცირებულს შეხება არც თანამშრომლებთან ჰქონია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი