თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე დაპირისპირება დაჭრით დასრულდა

გამოქვეყნდა:

გვიან ღამით, თბილისში, კარტოიზას ქუჩაზე დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. დილით მეზობლებს ადგილზე სისხლის კვალი დახვდათ, თუმცა კონფლიქტის დეტალებზე ადგილობრივები არ საუბრობენ.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამართალდამცველებიც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ ვერ ამბობენ, რა მუხლით აპირებენ ძიების დაწყებას. უცნობია ასევე დაზარალებულის ვინაობა და მდგომარეობა.

ადგილობრივები ადასტურებენ, რომ გვიან ღამით კარტოზიას ქუჩაზე გამოძახებული იყო პოლიცია.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი