"ცალი ფილტვი დამეხურა და სანამ COVID-19 არ დამიდასტურდა, ყურადღება არ მომაქციეს" - პაციენტი

გამოქვეყნდა:

ერთერთი კოვიდინფიცირებული სამედიცინო დაწესებულებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. 

ხულოდან გადმოყვანილი პაციენტი, რომელსაც "ქართულ-გერმანულ კლინიკაში" მკურნალობენ და მძიმე მდგომარეობაშია, ამბობს, რომ საავადმყოფოში არსათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

"მთავართან" საუბრისას ოთარ ფურცვანიძე ამბობს, რომ აქვს ფილტვების ანთება, მათ შორის დახურულია მარცხენა ფილტვი. ამის მიუხედავად, მედ-პერსონალმა მძიმე პაციენტის მკურნალობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც კოვიდ-ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი