დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი 15 პაციენტიდან 7 აჭარიდანაა, 4 თბილისიდან, 4 იმერეთიდან

გამოქვეყნდა:

დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი 15 პაციენტიდან 7 აჭარიდანაა. ამ თემაზე ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის თბილისში 4, აჭარის რეგიონში 7, ხოლო იმერეთში ასევე 4", - თქვა ბაერდია სიჭინავამ.

აქვე, გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის  1 731 ახალი შემთხვევა დადასუტრდა, გამოჯანმრთელდა 2 197 პაიციენტი, 15 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 33 858;
  • გამოჯანმრთელებულია - 14 829;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 253;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  3 507;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 344;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  4 022 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი