
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ფრთხილი ოპტიმიზმით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება.
"ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება, დღეს, მაგალითად, 2 ათასს გადააჭარბა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ, რაც საკმაოდ პოზიტიური ტენდენციაა. პროცესის მართვა გრძელდება", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 2 197 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო რაოდენობა 14 829 გახდა.
აქვე, გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დადასუტრდა, გამოჯანმრთელდა 2 197 პაიციენტი, 15 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.