დილის მონაცემებით 123 ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი გვყავს - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დღეს, 28 ოქტომბერს გამოვლენილი 1 731 ახალი შემთხვევიდან, 123 სამედიცინო პერსონალია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი, დღევანდელი დილისთვის 123-ია ასეთი. სამწუხაროდ, გარდაიცვალა ერთი ჩვენი კოლეგა, სასწრაფოს ექიმი", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

აქვე, გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის  1 731 ახალი შემთხვევა დადასუტრდა, გამოჯანმრთელდა 2 197 პაიციენტი, 15 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 33 858;
  • გამოჯანმრთელებულია - 14 829;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 253;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  3 507;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 344;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  4 022 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი