რატომ გაარეცხინა მდინარესთან ე.წ. კოვრიკები მძევლებს, რატომ გადალახა მდინარე - ბადრი ესებუას მიმალვის დეტალები

გამოქვეყნდა:

უკვე მერვე დღერ გავიდა და ბანკზე თავდამსხმელი ამ დრომდე არაა დაკავებული. სოფელი კირცხი ის ადგილია, სადაც ბანკზე თავდამსხმელმა ბადრი ესებუამ ოთხი მძევალი მიიყვანა და მანქანიდან გადასვლა უბრძანა. ბადრი ესებუა დაახლოებით ნახევარ საათს კირცხში მძევლებთან ერთად იმყოფებოდა, რომელთა შორის სამხარეო პოლიციის უფროსიც იყო. მძევლები ემორჩილებიან თავმდასხმელის მითითებას და მანქანიდან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გადმოდიან.  

მდინარე მეორე ლოკაციაა. მდინარის ნაპირი ახლოსაა იმ ადგილიდან სადაც მანქანა გააჩერეს. მძევლები ჰყვებიან, რომ მან ისინი სწორედ მდინარის პირას მიიყვანა და აიძულა გაერეცხათ ე.წ. კოვრიკები - სავარაუდოდ, კვალის წაშლის მიზნით. ამის შემდეგ გამტაცებელი ეუბნება მძევლებს რომ მათ ტერიტორია უნდა დატოვონ იმავე მანქანით,საჭესთან ჯდება დავით ხვიბლიანი, ვიზედაც ჩვენ ვამტკიკცებით რომ ის და თავდამსხმელი შეთანხმებულად მოქმდებედნენ. ამის შემდეგ უკვე ის ჯდება საჭესთან და ავტომანქანა და ტოვებს ადგილს. სად მიდის გამტაცებელი ამის აღდგენსაც შევეცდებით.

ოთხმა მძევალმა დაახლოებით 3 კილომეტრი გაიარა. მანქანა გააჩერეს და სამართალდამცველებს დაურეკეს. ამის შემდეგ საჭესთან უკვე დავით ხვიბლიანის ნაცვლად ავთო გალდავა ჯდება. ვიდრე გათავისუფლებული მძევლები პოლიციასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, საქართველოს ბანკზე თავდამსხმდელი წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით აგრძელებს გზას. 

მას შემდეგ, რაც მძევლებს კვალი გააწმნედინა მძევლებს ის ტყისკენ მიდის, თუმცა მანამდე მდინარე გადაიარა. ეს რთული არ იყო, რადგან კალაპოტი ღრმა არაა და ფიზიკურად მომზადებული ადამიანი მას ადვილად გადალახვდა. ესებუა გადადის მეორე ნაპირზე და შედის ტყეში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი